იორდანიის ნაკრებმა სამხრეთ კორეა დაამარცხა და აზიის თასის ფინალში გავიდა #1TVSPORT
იორდანიის ნაკრებმა სამხრეთ კორეა დაამარცხა და აზიის თასის ფინალში გავიდა #1TVSPORT

დღეს, 6 თებერვალს აზიის თასის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს იორდანია და სამხრეთ კორეა დაუპირისპირდნენ. ფავორიტად სამხრეთ კორეის ნაკრები მიიჩნეოდა, მაგრამ იორდანიის ეროვნულმა გუნდმა ძლიერ მეტოქეს ორი უპასუხიო ბურთი გაუტანა – 2:0.

ანგარიში 53-ე წუთზე იაზან ალ-ნაიმატმა გახსნა, 66-ე წუთზე კი მუსა ალ-ტამარიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და იორდანიის ნაკრები აზიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას უკვე ფინალში განაგრძობს.

აზიის თასის ფინალში იორდანიის მეტოქე ირანისა და კატარის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება – მატჩი ხვალ, 7 თებერვალს გაიმართება.