ჩინეთის ნაკრების ოთხმა ფეხბურთელმა აზიის თასზე თანხა საკუთარ მარცხზე დადო

21:58, 28.01.2019

ჩინეთის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე სერიოზულ სკანდალში გაეხვა, რაც ტოტალიზატორში თამაშს უკავშირდება.

ერთ-ერთმა ჩინელმა ფეხბურთელმა, რომლის სახელსაც არ ამხელენ, მეგობრებს WeChat-ის მესენჯერით მისწერა, რომ ჩინეთის ნაკრების ერთბაშად ოთხმა ფეხბურთელმა, აზიის თასზე ირანთან მეოთხედფინალურ მატჩში, თანხა თავისი გუნდის წინააღმდეგ დადო.
ეს ფეხბურთელები იყვნენ: ჰაო იუნმინი, უ სი, ში კე და ფენ სიაოტინი.

შეხვედრა ირანმა 3:0 მოიგო. ფენ სიაოტინი და უ სი ჯერ კიდევ პირველი ტაიმის შუაში შეცვალეს, ჰაო იუნმინმა და ში კემ 90 წუთი ითამაშეს.

ირანი-ჩინეთი​ ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტისთვის, მარჩელო ლიპისთვის ბოლო მატჩი იყო.

მსგავსი