ზიდანმა „იუვენტუსის“ ლეგენდების მატჩში გაიტანა, ფრანგის გუნდმა დელ პიეროს გუნდს 9:6 მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
ზიდანმა „იუვენტუსის“ ლეგენდების მატჩში გაიტანა, ფრანგის გუნდმა დელ პიეროს გუნდს 9:6 მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსმა“ კლუბის სათავეში ანიელების ოჯახის ყოფნის 100 წლისთავი ლეგენდების მატჩით აღნიშნა.

გუნდების კაპიტნები იყვნენ ალესანდრო დელ პიერო და ზინედინ ზიდანი. შემადგენლობები ასე გამოიყურებოდა:

ზიდანის გუნდი – პერუცი, ტორიჩელი, იულიანო, კონტე, მატრი, მონტერო, ბარძალი, მარკიზიო, ზიდანი. მწვრთნელი – მიშელ პლატინი.

დელ პიეროს გუნდი – სტორარი, კარერა, დი ლივიო, პეპე, ფერარა, რავანელი, ევრა, მანჯუკიჩი, დავიდსი, დელ პიერო. მწვრთნელი – მარჩელო ლიპი.

ზიდანის გუნდმა 9:6 მოიგო. კაპიტნებმა მატჩში თითო გოლი გაიტანეს.