მარჩელო ლიპი - გატუზო შესანიშნავ მწვრთნელად ყალიბდება
მარჩელო ლიპი - გატუზო შესანიშნავ მწვრთნელად ყალიბდება

ლეგენდარული მარჩელო ლიპი მიიჩნევს, რომ ჯენარო გატუზო შესანიშნავ მწვრთნელად ყალიბდება და იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ ანტონიო კონტეს ჩამორჩება.

„კონტე, რა თქმა უნდა, ახლა სერია ა-ს საუკეთესო მწვრთნელია, რომელსაც შეუძლია გუნდი ჩამოაყალიბოს, მაგრამ გატუზოც ოსტატად ყალიბდება, – ციტირებს მარჩელო ლიპის სიტყვებს Gazzetta dello Sport. – ის „ნაპოლიში“ მაშინ გამოჩნდა, როდესაც კლუბი ღრმა კრიზისში იყო და ამბობდნენ იმასაც, რომ გუნდის მზე უკვე ჩაესვენა. თუმცა, გატუზომ  მოახერხა და „ნაპოლის“ მისცა ის, რაც გუნდს აკლდა: სიმშვიდე, თავდაჯერებულობა და ემოციურობა საჭირო დროს.

მან მოახერხა არამხოლოდ გუნდის მიკროკლიმატის შექმნა, არამედ მისი საფუძვლიანი გარდაქმნა. გატუზოს არჩეული გზას ადასტურებს „ნაპოლი“ შედეგები, განსაკუთრებით იტალიის თასზე „ინტერის“ სტუმრად დამარცხება“, – აცხადებს ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი.