რობერტო მანჩინი უკმაყოფილოა იტალიის ნაკრებში ლიპის შესაძლო დაბრუნების გამო
რობერტო მანჩინი უკმაყოფილოა იტალიის ნაკრებში ლიპის შესაძლო დაბრუნების გამო

იტალიური პრესის ცნობით, იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი ახლოს არის ეროვნულ გუნდში ტექნიკური დირექტორის რანგში დაბრუნებასთან.

იტყობინებიან, რომ ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი უკმაყოფილოა მოვლენათა ამგვარი განვითარებით, რადგან იტალიის ფეხბურთის ხელმძღვანელობა არ დაინტერესებულა მისი პოზიციით ამ საკითხთან დაკავშირებით და მის გარეშე დაიწყო მოლაპარაკებები ლიპისთან.

ლიპის დაბრუნებამ, შესაძლოა, მანჩინის პოსტიდან წასვლის პროვოცირებაც კი მოახდინოს, რადგან იტალიელ სპეციალისტს სამი სარფიანი შეთავაზება აქვს ინგლისური კლუბებისგან.

მარჩელო ლიპის ბოლო სამუშაო ადგილი ჩინეთის ნაკრები იყო, რომელიც 2019 წლის იანვარში დატოვა.