მარჩელო ლიპიმ კარიერა დაასრულა
მარჩელო ლიპიმ კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, მარჩელო ლიპიმ 72 წლის ასაკში სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, – იუწყება Goal.

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა იტალიის ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო, ოთხჯერ მოიპოვა იტალიის სუპერთასი, დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს, გაიმარჯვა უეფა-ს სუპერთასზე და 2006 წელს კი იტალიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

სამწვრთნელო კარიერის ბოლო წლები მარჩელო ლიპიმ ჩინეთში გაატარა, სადაც „გუანჩჟოუს“ ედგა სათავეში და ამ პერიოდში მისმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა.