აზიის თასის ფინალში იორდანიის ნაკრები კატარს შეხვდება #1TVSPORT
აზიის თასის ფინალში იორდანიის ნაკრები კატარს შეხვდება #1TVSPORT

ფეხბურთში აზიის თასის 2024 წლის გათამაშების ფინალური მატჩის წყვილი ცნობილია. კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში იორდანიის ნაკრები ტურნირის მასპინძელ კატარს შეხვდება.

იორდანიის ნაკრებმა ფინალის საგზური გუშინ, სამხრეთ კორეასთან შეხვედრაში მოიპოვა, ხოლო დღეს, მეორე ნახევარფინალში კატარმა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ირანის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

კატარისა და ირანის შეხვედრა ირანელების უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე სარდარ აზმუნმა ისინი დააწინაურა. კატარმა თამაშის ხარისხი მალევე გამოასწორა, პირველივე ტაიმში აბდულსალამიმ და აფიფიმ გაიტანეს და მასპინძლები 2:1 დაწინაურდნენ.

ალიზერა იაჰანბახშმა მეორე ტაიმის სტარტზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 82-ე წუთზე მასპინძელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ალმოეზ ალიმ კატარის ნაკრებს ფინალის საგზური მოუტანა.

შედეგად, კატარს ტიტულის დაცვის შანსი აქვს, 2019 წელს აზიის თასის გამარჯვებული სწორედ ამ ქვეყნის ეროვნული გუნდი გახდა. რაც შეეხება იორდანიას, ისინი პირველად ითამაშებენ კონტინენტის პირველობის ფინალში.

აზიის თასის ფინალი 10 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.