აზიის თასის ნახევარფინალის წინ ჰეონ-მინ სონმა თანაგუნდელებთან ჩხუბისას ტრავმა მიიღო #1TVSPORT
აზიის თასის ნახევარფინალის წინ ჰეონ-მინ სონმა თანაგუნდელებთან ჩხუბისას ტრავმა მიიღო #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ ფორვარდმა, ჰეონ-მინ სონმა აზიის თასზე ნახევარფინალური მატჩი კორეის ნაკრების შემადგენლობაში იორდანიის (0:2) წინააღმდეგ ტრავმირებულმა ითამაშა. კერძოდ, სონი მოედანზე მარჯვენა ხელის შუა თითის ფიქსატორით გავიდა.

როგორც ინგლისური გაზეთი The Sun-ი წერს, „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა თითი ნახევარფინალის წინა დღეს, პარტნიორებთან ჩხუბის დროს იღრძო.

ირკვევა, რომ სამხრეთ კორეის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებს სწრაფად უნდოდათ ვახშმის დატოვება, რათა მაგიდის ჩოგბურთი ეთამაშათ. გუნდის კაპიტანს, ჰეონ-მინ სონს ეს არ მოეწინა და წარმოიშვა კონფლიქტი „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველთან, კან-ინ ლისთან. როგორც ჩანს, სიტყვიერი კამათი სერიოზულ გარჩევაში გადაიზარდა, რომლის დროსაც სონმა თითი დაიზიანა.

„კონფლიქტი არაფრისგან წარმოიქმნა. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა სწრაფად ივახშმა და მაგიდასთან დატოვა დანარჩენი გუნდი, რათა პინგპონგი ეთამაშათ. სონმა მათ უკან დაბრუნება მოსთხოვა, რის შემდეგაც მისი მისამართით უპატივცემულო სიტყვები გაისმა. სასადილოში ჩხუბი ატყდა, საჭირო გახდა ფეხბურთელების გაშველება. სონმა თითი სერიოზულად დაიზიანა. ის, ძირითადად, ფეხბურთელების დაწყნარებით იყო დაკავებული“, – წერს წყარო.

სონი აზიის თასიდან დაბრუნდა „ტოტენჰემში“ და 10 თებერვალს შეცვლაზე ითამაშა „ბრაიტონის“ (2:1) წინააღმდეგ.