ჩინეთის მავალმა მარსიდან პირველი ფოტოები გამოგზავნა — #1tvმეცნიერება
მზის პანელები არამიწიერი ლანდშაფტის ფონზე, მარსის ჰორიზონტისკენ მიმართული კიბე და სხვა მოწყობილობები — წითელ პლანეტაზე დამჯდარმა ჩინეთის პირველმა ზონდმა პირველი „სელფები“ გამოგზავნა.
მავალი „ჟურონგი“ მარსის ზედაპირზე 15 მაისს, სპეციალურმა დამშვებმა დასვა და შედეგად, ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომლის მარსის მისიაც პირველივე ცდაზე წარმატებული აღმოჩნდა.
მავალს ჩინური მითოლოგიის ცეცხლის ღმერთის სახელი ჰქვია და წარმოადგენს ჩინეთის საკვანძო მოვლენას კოსმოსურ ზესახელმწიფოდ სწრაფვისკენ.
ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია მავალზე დამონტაჟებული კამერების მიერ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც ჩანს აპარატის სხვადასხვა მოწყობილობა, მზის პანელები და თავად მარსის ზედაპირი.
მავალის მისია წითელ პლანეტაზე სამ თვეს გაგრძელდება, გადაიღებს ფოტოებს და შეაგროვებს გეოგრაფიულ მონაცემებს.