ჩინეთის ელჩი - აუცილებლად ავიცრები ჩინური ვაქცინით
ჩინეთის ელჩი - აუცილებლად ავიცრები ჩინური ვაქცინით

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და გასახარია ის ფაქტი, რომ წინა კვირაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, რომ საქრთველოში აკრედიტირებულ დიპლომატებსაც გვექნება საშუალება, სურვილისამებრ ვაქცინაციის პროგრამაში ჩავერთოთ, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იენიმ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებლად აიცრება ჩინური ვაქცინით.

„ჩინეთის მიერ საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლების მიმართ დაწესებული რეგულაციების მიხედვით ავიცრებით. ჩვენი აცრა მოხდება ჩინეთში და მინდა, გითხრათ, რომ აუცილებლად ავიცრები ჩინური ვაქცინით. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და გასახარია ის ფაქტი, რომ წინა კვირაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, რომ საქრთველოში აკრედიტირებულ დიპლომატებსაც გვექნება საშუალება, სურვილისამებრ ვაქცინაციის პროგრამაში ჩავერთოთ. ამიტომ მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროებს დიპლომატების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისთვის. ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ ამ თემაზე სამინისტროსთან კომუნიკაციას“, – განაცხადა ლი იენიმ.

ამასთან, ჩინეთის ელჩის განცხადებით, ამჟამად, ჩინეთში 100 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. მისივე თქმით, ვაქცინაციის ტემპის აჩქარებას აპირებენ.

„ჩინეთში ამჟამად აცრილია 100 მილიონზე მეტი ადამიანი და ჩვენ ამ ეტაპზე ვაპირებთ ვაქცინაციის ტემპის აჩქარებას. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისისთვის აცრილი უნდა იყოს მოსხლეობის 70-დან 80 პროცენტამდე“, – აღნიშნა ლი იენიმ.