ჩინელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მაიმუნის კლონირება შეძლეს. გავრცელებული ცნობით, მათ ის ტექნოლოგია გამოიყენეს, რომლითაც მანამდე ცხვარი დოლი გაჩნდა.
მაკაკები ზედმეტსახელად ჭონგ ჭონგი და ხუა ხუა უკვე რამდენიმე კვირაა ჩინეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ცხოვრობენ. მეცნიერები განმარტავენ, რომ გენეტიკურად იდენტური მაიმუნების გამოყვანა, მათ სხვადასხვა დაავადებების შესწავლაში დაეხმარებათ. მათ შორის სხვადასხვა გენეტიკური დაავადებების, ასევე კიბოსა და იმუნური დარღვევბის.
ჭონგ ჭონგი რვა კვირის წინ დაიბადა, ხოლო ხუა ხუა ექვსი კვირის წინ. ისინი ბოთლით იკვებებიან და ამჟამად ზრდას ნორმალურად განაგრძობენ. ჩინელი მკვლევარების თქმით, უახლოეს თვეებში მაიმუნების კლონირება გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ პირველი კლონირებული ცხოველი – ცხვარი დოლი, 20 წლის წინ ედინბურგში, როსლინის ინსტიტუტში გამოიყვანეს.