ჩილეში რომის პაპის ვიზიტი დემონსტრანტებმა გააპროტესტეს
ჩილეში რომის პაპის ვიზიტი დემონსტრანტებმა გააპროტესტეს

ჩილეში რომის პაპის ვიზიტი დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა. დედაქალაქ სანტიაგოში, აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ ქუჩაზე საპროტესტო ბანერი გამოფინეს, სადაც ხალხს ვიზიტის გაპროტესტებისკენ მოუწოდებდნენ.

საპროტესტო აქციის მიზეზი კათოლიკურ ეკლესიაში სექსულური ძალადობის სკანდალები გახდა. საპროტესტო შინაარსის ბანერი პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

რომის პაპი სამხრეთ ამერიკის ორ კათოლიკურ სახელმწიფოში ნდობის განმტკიცებას შეეცდება, რადგან ეკლესიის მიმართ სანდოობა სექსუალური ძალადობის სკანდალებმა უკიდურესად დააზარალა. ჩილეს დედაქალაქში მესას 500 ათასამდე ადამიანი დაესწრება. ჩილეს შემდეგ რომის პაპი პერუში გაემგზავრება.