ჩილეში ხანძრის შედეგად სულ მცირე 120 სახლი დაიწვა. ცეცხლი ქალაქ ვალპარაისოში გაჩნდა. მომხდარის გამო, მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო.
ხანძრის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 90 000 აბონენტი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი, თუმცა ცეცხლის დროულად ჩაქრობა ვერ მოხერხდა. როგორც ვალპარაისოს მერმა განაცხადა, ცეცხლი სავარაუდოდ, განზრახ გააჩინეს, ხოლო მის გავრცელებას ხელი მეტეოროლოგიურმა პირობებმა შეუწყო.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.