ჭიათურის საბავშვო ბაღებში 30 წლის შემდეგ პირველად, ახალი სათამაშოები შეიტანეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რაიონის საბავშვო ბაღებში 30 წლის შემდეგ პირველად, ახალი სათამაშოები შეიტანეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით, ჭიათურაში არსებულ 28 სკოლამდელი დაწესებულებისათვის სხვადასხვა სახის 42 თემატური დასახელების სერთიფიცირებული და მაღალი ხარისხის, ბავშვებისთვის უსაფრთხო სათამაშოების კომპლექტი შეიძინეს. სათამაშოების შესაძენად 74 000 ლარი დაიხარჯა.
„აღსანიშნავია,რომ საბავშვო ბაღებში 30 წელზე მეტია არ მომხდარა სათამაშოების შეძენა და განახლება“, – აცხადებენ ჭიათურის მერიაში.