ჭიათურის საარჩევნო ოლქში დარღვევებზე საჩივარი არ შესულა
ჭიათურის საარჩევნო ოლქში დარღვევებზე საჩივარი არ შესულა

ჭიათურის საარჩევნო ოლქში 58-ვე საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს,  – ამის შესახებ ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში დარღვევებთან დაკავშირებით არც ერთი საჩივარი არ შესულა.

ამასთან, სამხარაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ჭიათურის 56-ე ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია.

17:00 საათის მონაცემებით, ჭიათურაში რეგისტრირებული 42 986 ამომრჩევლიდან ხმა უკვე მისცა 15 890 ამომრჩეველმა.

დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.  მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.