ჭიათურის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციას მართავს
ჭიათურის სოფლების ითხვისის, საფარისა და ავარიონის მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები უვკე მერვე დღეა მაღალი გამავლობის მანქანებს არ ატარებენ. ისინი 6-კილომეტრიანი გზის საფარის დაგებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, კომპანიის ავტომანქანებმა გზა დააზიანა.
„დაახლოებით 10 წელია ვითხოვთ გზის საფარის დაგებას და ყურადღებას არავინ გვაქცევს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აქციას არ შევწყვეტთ“, – განაცხადა პირველ არხთან აქციის მონაწილემ ირაკლი კაპანაძემ.
ჭიათურის მერი აქციის მონაწილეებს ხვდება.
პაატა ნადირაძის თქმით, გზის 500-მეტრიანი მონაკვეთის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც დაახლოებით 200 ათასი ლარი გამოიყო. მისი თქმით, გზის დანარჩენი საფარი კი ეტაპობრივ დაიგება.