ჭიათურის 25 საარჩევნო უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ხმათა 63,57 პროცენტი მიიღო
ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის უკვე დათვლილია 25 უბნის შედეგები.
როგორც საქართველოს პირველ არხს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა სამხარაძემ განუცხადა, პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ ხმათა 63,57 პროცენტი მიიღო, საინიციატივო ჯგუფი ზურაბ კუპატაძე – 19,58 პროცენტი, საინიციატივო ჯგუფი დავით ჭუბურიძე – 14.70 პროცენტი. დანარჩენი კანდიდატების ხმების მიერ მიღებული რაოდებობა 25 უბნის შედეგებით, 2 პროცენტს ოდნავ აღემატება.
ჭიათურაში მერობის სულ 13 კანდიდატი იყრიდა კენჭს: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ირაკლი დემეტრაძე; „ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” – თეიმურაზ სამხარაძე; „თავისუფალი საქართველო” – ტატო ურუშაძე; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – გიორგი ხაჭაპურიძე; „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” – მზია სამხარაძე; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” – ანდრო მაღლაკელიძე; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” – ზიტა ადამია; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – ირინა ცერცვაძე; „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია” – ალექსანდრე კეზევაძე; „ქრისტიან‐კონსერვატორები” – მანანა გოგიჩაძე; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” – გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი – ზურაბ კუპატაძე; საინიციატივო ჯგუფი – დავით ჭუმბურიძე.