„მოდი ჭიათურის ტურისტულ ფესტივალზე და მოიწყვე დაუვიწყარი თავგადასავალი“ – 16-18 სექტემბერს ჭიათურა ტურისტულ ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ტურისტული ბანაკი, ნაოსნობა, ველოტური, სპალეოტურიზმი; მეკლდეურობა და ვია ფერატას შოუ. ჭიათურის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კერძები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს TAMADA და Loudspeakers.
„ჭიათურის ტურისტული ფესტივალის გენერალური სპონსორია „ჯორჯიან მანგანეზი“.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალის პარტნიორია – სვერის სათავგადასავლო ბანაკი“,- აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.