ჭიათურაში მაღაროელი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ითხვისის მაღაროში მოხდა. მუშამ მხრის დაზიანება მიიღო.
„დაზიანება არ არის მძიმე. დაშავებული მაღაროდან თავისი ფეხით გამოვიდა და შემოწმების მიზნით ჭიათურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განუცხადა პირველ არხს სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ჭიათურის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ამირან მაჩიტიძემ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, დაშავებულ მაღაროელს ხვალ მოინახულებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელი მუშაობისას წაიქცა. პაციენტი უკვე გამოწერეს კლინიკიდან.