ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი, მე-14 დღეა, გრძელდება. შიმშილობის მერვე დღეს, ერთ-ერთმა მაღაროელმა გუშინ პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. შიმშილობს ათი გაფიცული მაღაროელი. ადგილზე იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ.
გაფიცული მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ. რამდენიმე შეხვედრა გაფიცულებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა.
მედიაციის პროცესში სახალხო დამცველი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩართული.