ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გაფიცულები მერიის შენობის წინ არიან შეკრებილები. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
პროფკავშირების წარმომადგენლის ამირან მაჩიტაძის ინფორმაციით, დასაქმებულები მაღაროში შექმნილ არასათანადო სოციალურ პირობებს აპროტესტებენ.