ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დღეს პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. ვიდეომასალა მაღაროელებმა ფეისბუქგვერდზე თავად გაავრცელეს.
მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში მეცამეტე დღეა, გრძელდება. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა.
გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მედიატორის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.