ჭიათურაში დღეს 17 წლის გოგოს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
„ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკიდან ახალგაზრდა გოგო კორონავირუსის დიაგნოზით საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
„ჯეოჰოსპიტალსის“ ხელმძღვანელის, დავით ბიწაძის თქმით, გოგონა ორი კვირის წინ ბათუმში იმყოფებოდა და სავარაუდოდ იქ დაინფიცირდა.