ჭიათურაში 17 წლის გოგოს კორონავირუსი დაუდასტურდა

22:34, 17.09.2020

ჭიათურაში დღეს 17 წლის გოგოს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

„ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკიდან ახალგაზრდა გოგო კორონავირუსის დიაგნოზით საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

„ჯეოჰოსპიტალსის“ ხელმძღვანელის, დავით ბიწაძის თქმით, გოგონა ორი კვირის წინ ბათუმში იმყოფებოდა და სავარაუდოდ იქ დაინფიცირდა.

მსგავსი