ავჭალის სტადიონზე რაგბიში “ჩელენჯ ქაფის” მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა. რუსული სარაგბო კლუბები ინგლისური გუნდების წინააღმდეგ დამარცხდნენ. დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის “ენისეიმ” “ნიუკასლ ფალკონსთან” 19-33 წააგო და და ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.
“ნიუკასლ ფალკონსი” „ჩელენჯ ქაფზე“ წაუგებლად ასპარეზობს და 28 ქულით ჯგუფის ლიდერია, შეხვედრის მეორე ტაიმში თავი „ენისეის“ ქართველმა ლეგიონერმა მიხეილ გაჩეჩილაძემ გამოიჩინა, რომელმაც მატჩის 78-ე წუთზე ნიუკასლ ფალკონსის ჩათვლის მოედანზე ლელო დადო.
„ჩელენჯ ქაფის“ მეორე შეხვედრაში “კრასნი იარი” ლონდონ აირიშთან 17:24 დამარცხდა. ამ დაპირისპირებაშიც გამორჩეულები ქართველი ლეგიონერები იყვნენ. „კრასნი იარის“ შემადგენლობაში ერთი ლელო გიორგი ფრუიძის ანგარიშზეა. გუნდის გამოცდილმა ქართველმა მორაგბე ლაშა მალაღურაძემ კი შეხვედრაში 2 გარდასახვა და ერთი ჯარიმა ზუსტად შეასრულა.