მიხეილ გაჩეჩილაძემ „ზებრე“ დაალელოვა

18:49, 08.12.2018

„ბორჯღალოსნების“ და რუსული „ენისეის“ მესამე ხაზელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. „ჩელენჯ ქაფის“ მესამე ტურის შეხვედრაში „ენისეიმ“ იტალიურ „ზებრეს“ უმასპინძლა.

ქართველმა მორკინალმა მეტოქეს ლელო პირველი ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე დაუდო და ანგარიში გაათანაბრა (14:14).

შეხვედრის მეორე ნახევარში უპირატესობა იტალიელებმა იგდეს ხელთ და საბოლოო ჯამში 14:31 გაიმარჯვეს.

„ენისეის“ სამი ტურის შემდეგ სამი მარცხი აქვს და მეოთხე ჯგუფში ერთი ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

მსგავსი