ბექა გიგაშვილი და „ტულონი“ „ჩელენჯ ქაფის“ ფინალში ითამაშებენ [ვიდეო]
ბექა გიგაშვილი და „ტულონი“ „ჩელენჯ ქაფის“ ფინალში ითამაშებენ [ვიდეო]

ევროპის რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ტურნირის – „ჩელენჯ ქაფის“ (Challenge Cup) ფინალში ბექა გიგაშვილი და მისი „ტულონი“ იასპარეზებენ.

ფრანგული გრანდი ნახევარფინალში ინგლისურ „ლესტერ თაიგერსს“ „სტად მაიოზე“ დაუხვდა და მეტოქე ანგარიშით 34:19 დაამარცხა. ქართველი ბურჯი ბექა გიგაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 59 წუთი ითამაშა და როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოიყურებოდა. მან ბურთი ექვსჯერ წაიღო წინ და თითო იერიშზე თითო მეტრი მოიპოვა. გიგაშვილი კარგად ირჯებოდა დაცვაშიც და ღია თამაშში სამი ბოჭვა შეასრულა.

ფრანგების მხრიდან დუბლი მიითვალა ვილიემ (19, 65), ხოლო თითო ლელო ბრაის ჰიმმა და ფაკუნდო ისამ დადეს.


„ჩელენჯ ქაფის“ ფინალურ დაპირისპირებაში „ტულონი“ „ბრისტოლ ბეარზს“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალურ ეტაპზე „ბორდო“ დამატებით დროში, ანგარიშით 37:20 დაამარცხა. შეხვედრა 16 ნოემბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი