სემი რადრადრამ ამჯერად „დრეგონსი“ დაარბია - „ჩელენჯ ქაფის“ ტურის საუკეთესო ლელო [ვიდეო]
სემი რადრადრამ ამჯერად „დრეგონსი“ დაარბია - „ჩელენჯ ქაფის“ ტურის საუკეთესო ლელო [ვიდეო]

„ბრისტოლ ბეარსის“ ვარსკვლავმა სემი რადრადრამ მაყურებელს კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი გამანადგურებელი სისწრაფე და „დრეგონსს“ შესანიშნავი ინდივიდუალური ლელო დაუდო. 28 წლის ფიჯელმა ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, მეტოქის დაცვის ხაზი გაარღვია, ორ მორაგბეს ეფექტური მოძრაობით აუარა გვერდი და ბურთი ლელოში დაამიწა.

რადრადას დახმარებით, „ბრისტოლმა“ უელსური „დრეგონსი“ გამანადგურებელი ანგარიშით – 56:17 დაამარცხა და „ჩელენჯ ქაფის“ ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის საუკეთესო მომენტები:

გადაწყვეტილია, რომ წელს ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება, რადგან დარჩენილი გუნდებიდან რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირი არც ერთს არ მოუგია. ნახევარფინალში „ბრისტოლს“ ბექა გორგაძის „ბორდო“ დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ფინალისტს „ტულონისა“ და „ლესტერ თაიგერსის“ შეხვედრა გამოავლენს.