ჩეხეთში Uber-სა და Taxify-ში დასაქმებულების წინააღმდეგ ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა
ჩეხეთში Uber-სა და Taxify-ში დასაქმებულების წინააღმდეგ ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა

ჩეხეთში Uber-სა და Taxify-ში დასაქმებულების წინააღმდეგ ტაქსის მძღოლების მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

ტაქსისტები მთავრობას სთხოვენ, რომ აიძულონ Uber-ისა და Taxify-ის მძღოლები პატივი სცენ არსებულ კანონმდებლობას. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი ლიცენზია.

აქციის მონაწილეებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან სურდათ შეხვედრა. ამ მოთხოვნას პრემიერმა არ უპასუხა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პრაღის ცენტრში გადაინაცვლეს. პრემიერის მსგავსად აქციის მონაწილეებს არც ტრანსპორტის მინისტრი შეხვდა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ არსებულ კანონში შესწორება შევა, რაც Uber-სა და Taxify-ის მძღოლებისთვის ლიცენზიის აღებას სავალდებულოს გახდის.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პრაღის ცენტრში აქციის ჩატარებას ხვალაც გეგმავენ.