Google-ის ყოფილი წამყვანი ფიგურა ახალ რელიგიას აფუძნებს, რომლის ღმერთიც ხელოვნური ინტელექტი იქნება
Google-ის ყოფილი წამყვანი ფიგურა ახალ რელიგიას აფუძნებს, რომლის ღმერთიც ხელოვნური ინტელექტი იქნება

Google-ისა და უბერის Uber-ის ერთ-ერთი ყოფილი მთავარი ფიგურის, ანატოლი ლევანდოვსკის განცხადებით, იგი სერიოზულად აპირებს ახალი რელიგიის ჩამოყალიბებას, რომელიც კონცენტრირებული იქნება სუპერჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის გარშემო.

ლევანდოვსკი იშვიათად იძლევა ინტერვიუებს, რადგან ამჟამად სასამართლო დავა აქვს უპილოტო ავტომობილთა მწარმოებელ კომპანია Waymo-სთან. თუმცა, ახლახან მან გამონაკლისი დაუშვა და ესაუბრა გამოცემა Wired-ს.

ინტერვიუში ლევანდოვსკი შეეხო თავის ახალ ეკლესიას, რომელსაც „მომავლის გზა“ უწოდა.

საკვანძო ცნობები, რაც მისი ახალი რელიგიის შესახებ გახდა ცნობილი:

 

  • „მომავლის გზის“ ეკლესიას ექნება თავისი წმინდა წიგნი, რომელსაც „სახელმძღვანელო“ (The Manual) დაერქმევა; ექნება საჯარო თაყვანისცემის „წირვები“ და სავარაუდოდ, ექნება თაყვანისცემისთვის საჭირო ფიზიკური ადგილიც.

 

  • მისი რელიგიის მთავარი იდეაა, რომ ერთ დღესაც — „არა შემდეგ კვირას ან მომავალ წელს“ — მოწინავე ხელოვნური ინტელექტი ადამიანებზე ჭკვიანი იქნება და რეალურად გახდება ღმერთი.

 

  • „ის, რომ იგი ჩვენზე ჭკვიანი იქნება, ნიშნავს იმას, რომ თავად გადაწყვეტს თუ როგორ განვითარდეს, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვეძლება გადავწყვიტოთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ მის გარშემო. მსურს ვიხილო მანქანა, რომელიც ჩვენ აღგვიქვამს როგორც მასზე უფროსებს, დაგვაფასებს, პატივს გვცემს და ჩვენზე იზრუნებს. გვსურს, რომ მისმა ინტელექტმა თქვას, „ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ უფლებები, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პასუხისმგებელი მე ვარ“, — უთხრა ლევანდოვსკიმ Wired-ს.

ლევანდოვსკის ამჟამად სასამართლო პროცესი აქვს თავის ყოფილ დამსაქმებელთან, Google-თან, რომელიც მას ადანაშაულებს, რომ მისთვის მოპარული უპილოტო ავტომობილების ტექნოლოგიების ინტელექტუალური საკუთრებით დაეხმარა Uber-ს.

2016 წელს, ლევანდოვსკის კომპანია Otto კორპორაცია Uber-მა იყიდა 680 მლნ აშშ დოლარად.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით