„უბერის“ მფრინავი ტაქსი 2023 წლიდან მელბურნში იფრენს
„უბერის“ მფრინავი ტაქსი 2023 წლიდან მელბურნში იფრენს

„უბერის“ (Uber) მფრინავი ტაქსი 2023 წლიდან მელბურნში იფრენს. ინფორმაციას ავსტრალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც ჟურნალიტები იუწყებიან, კომერციული ფრენები 2023 წლიდან დაიწყება, თუმცა მფრინავი ტაქსის სერვისის გამოცდა უკვე 2020 წელს არის დაგეგმილი.

როგორც კომპანიაში ამტკიცებენ, მფრინავი ტაქსით მელბურნის ცენტრიდან აეროპორტმადე მისვლა სულ რაღაც 10 წუთში იქნება შესაძლებელი. ჩვეულებრივი მანქანით იმავე მარშრუტით მგზავრობა ერთ საათზე მეტხანს გრძელდება.

„უბერი“ მფრინავი ტაქსის სერვისის ამუშავებაზე ნასა-სთან (NASA) და აშშ-ის არმიასთან ერთად მუშაობს. შარშან კომპანიის ლაბორატორია პარიზშიც გაიხსნა.

„უბერი“ მფრინავი ტაქსების ტესტირებას, ავსტრალიის გარდა, აშშ-შიც გეგმავს. ასეთი სერვისი დალასსა და ლოს ანჯელესშიც გამოჩნდება.