ჩეხეთში, პრეზიდენტ მილოშ ზემანის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ჩეხეთში, პრეზიდენტ მილოშ ზემანის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

ჩეხეთში, პრეზიდენტ მილოშ ზემანის პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ​დედაქალაქში ათი ათასამდე ადამიანი გამოვიდა

საპროტესტო აქციები გაიმართა ჩეხეთის კიდევ ათამდე ქალაქში. აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებდნენ, ხელი მოაწერონ პეტიციას, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით. ორგანიზატორების აზრით, პრეზიდენტმა 25 აპრილს სატელევიზიო ეთერში ვბრეტიცეში 2014 წელს განხორციელებული აფეთქების გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით ფაქტები გაასაჯაროვა. აღნიშნულ აფეთქებაში ჩეხეთმა დაზვერვის რუსი ოფიცრები მიიჩნია ეჭვმიტანილად, რის გამოც ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევეს.