ჩეხეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე მაშველებმა დაზიანებული საბაგიროდან 71 ადამიანი უვნებლად ჩამოიყვანეს
ჩეხეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ბუკოვა-ჰორაზე მაშველებმა საბაგიროდან 71 ადამიანი ჩამოიყვანეს. 1700 მეტრის სიგრძის საბაგირო გზა მწყობრიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც მის ერთ-ერთ მონაკვეთს ხე დაეცა.
სამაშველო ოპერაცია სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მასში ორი ვერტმფრენი იყო ჩართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.