ჩეხეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე მაშველებმა დაზიანებული საბაგიროდან 71 ადამიანი უვნებლად ჩამოიყვანეს
ჩეხეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე მაშველებმა დაზიანებული საბაგიროდან 71 ადამიანი უვნებლად ჩამოიყვანეს

ჩეხეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ბუკოვა-ჰორაზე  მაშველებმა  საბაგიროდან 71 ადამიანი ჩამოიყვანეს.  1700 მეტრის სიგრძის საბაგირო  გზა მწყობრიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც მის ერთ-ერთ მონაკვეთს ხე დაეცა.

სამაშველო ოპერაცია სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მასში ორი ვერტმფრენი იყო ჩართული.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დატოვე კომენტარი