ჩეხეთის ელჩი პეტერ მიკისკა - საქართველო „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დამსახურებულად ითვლება
ჩეხეთის ელჩი პეტერ მიკისკა - საქართველო „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დამსახურებულად ითვლება

ჩეხეთის წვლილი საქართველოში „კოვიდ-19“-ის მონიტორინგში ფასდაუდებელი და ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ასევე, მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის კონტრიბუციები შეაქო.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებიც განიხილეს.

საპასუხოდ, საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტერ მიკისკამ ხაზი გაუსვა საქართველოს აღსანიშნავ წარმატებას პანდემიასთან გამკლავებაში და განაცხადა, რომ საქართველო „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დამსახურებულად ითვლება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სფეროსა და ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის, „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ორი ახალი პროექტი წარმოადგინეს: „გზა სახლისკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ და „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში (II ფაზა)“.

პროექტებს ჩეხეთის განვითარების სააგენტო დაახლოებით ორი მილიონი ევროთი აფინანსებს.