ჩეჩნეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ჩეჩნეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო „ამაქი“ ავრცელებს.
გროზნოში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმა 19 მაისს მოხდა. ოთხი შეიარაღებული პირი ეკლესიის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ მყოფების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელების შეჩერება 40 წუთის განმავლობაში ეკლესიაში მყოფებმა მოახერხეს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.
დაპირისპირებას სამი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაიჭრა. დაღუპულებიდან ორი პოლიციელია, ერთი კი მშვიდობიანი მოქალაქე. სამართალდამცველებმა თავდამსხმელების ლიკვიდაცია ადგილზე შეძლეს.