გროზნოში ეკლესიაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
გროზნოში ეკლესიაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

გროზნოს ცენტრში მდებარე ეკლესიას უცნობი პირები დაესხნენ თავს, არიან დაღუპულები. რუსული მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მებრძოლებმა სულ მცირე ორი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

როგორც ჟურნალისტებს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განუცხადა, შეიარაღებული პირები ეკლესიაში შეიჭრნენ და მორწმუნეების მძევლად აყვანა სურდათ.

სპეცოპერაციის შედეგად, ოთხი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. კადიროვის თქმით, ის მომხდარის შემდეგ დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და სიტუაციას პირადად აკონტროლებს.

მისივე განცხადებით, ამჟამად პოლიცია ლიკვიდირებული პირების იდენტიფიცირებას ცდილობს.

ეკლესიის ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი.