გერმანიის პოლიციამ არაბული და ჩეჩნური კლანების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეიდები ჩაატარა

15:11, 18.02.2021

გერმანიის პოლიციამ არაბული და ჩეჩნური კლანების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეიდები ჩაატარა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტრეფიკინგისა და გამოძალვის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ასეულმა პოლიციელმა ბერლინსა და ბრანდენბურგში 20-ზე მეტი ადგილი შეამოწმა.

რეიდების ჩატარება გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიების შედეგად გადაწყდა, რასაც წინ უძღოდა არაბებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება.

გავრცელებული ინფორმაციით, რეიდების ფარგლებში ორი ადამიანი დააკავეს.

მსგავსი