მედიის ცნობით, ჩეჩენი ოპოზიციონერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება
მედიის ცნობით, ჩეჩენი ოპოზიციონერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება

ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზ.რეალიი“ დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, შვედეთის პოლიციაში აბდურახმანოვის საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსის, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია პირველ დეკემბერს გავრცელდა. მოგვიანებით, ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის, “გროზნოს” ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბლოგერის შესაძლო მკვლელობასთან კავშირი აქვს იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარეს, აჰმად ზაკაევს.

„კავკაზ.რეალიი“ წერს, რომ იჩქერიის მთავრობის პრესსამსახური აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს. ტუმსო აბდურახმანივზე თავდასხმა 2020 წლის თებერვალშიც განხორციელდა.