ჭავჭავაძის გამზირზე ხვალიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება
ჭავჭავაძის გამზირზე ხვალიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება

ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალიდან გამზირზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.

N9, N21, N34, N51, N59, N61, N83, N85, N87, N88 და N140 ავტობუსებისმოძრაობა აღდგებათბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სქემის შესაბამისად -ჭავჭავაძის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, რის შემდეგაც, სატრანსპორტო მოძრაობა საგზაო მონიშვნების შესაბამისადგანხორციელდება.

ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირზეN4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N137, N170 და N202 მიკროავტობუსებისაგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

შუქნიშნებისა და საგზაო მონიშვნების დახაზვამდე, ავტომობილებს შეეძლებათ, გადაადგილდნენ შემდეგი მიმართულებებით:

ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნებაკეკელიძის, მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩების საშუალებით. უკუმიმართულებისას კიფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრამიშველაძის, ბერძენიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებით იქნება დასაშვები.

კეკელიძის ქუჩაზე მოხვედრას მძღოლები აბაშიძის ქუჩიდან შეძლებენ, ხოლო კეკელიძის ქუჩის გავლით,ფალიაშვილის ქუჩაზემოძრაობა თავისუფალიიქნება; ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებადასაშვები იქნება მხოლოდ ვაკის პარკის მიმართულებით.

თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ვაკის პარკის, ასევე, ვარაზისხევის მიმართულებებით.