„ჩაინა ლილო სითის“ დირექტორი ზვიად ქირია - ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა და არ გამოვრიცხავ, ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი
„ჩაინა ლილო სითის“ დირექტორი ზვიად ქირია - ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა და არ გამოვრიცხავ, ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი

ლილოში „ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, ერეკლე და გიორგი კოდუების დედა და არ გამოვრიცხავ, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი, – ამის შესახებ „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხანძრის მიზეზი რა გახდა, ჯერ არ ვიცი. უკმაყოფილებას იმის გამო გამოვთქვამ, რომ ხანძარი უკვე ჩამქრალი იყო, წყლის არქონის გამო კი ისევ გაღვივდა. ახალგაზრდა კაცი საუბრობდა, რომ წყალი უწყვეტ რეჟიმში გვქონდაო. ეს არის თეთრზე შავიაო, იმის თქმა. დივერსიასაც არ გამოვრიცხავ, რადგან „ლილო სითის“ მეპატრონეზეც და ჩემზეც სახელმწიფოს მხრიდან არის ზეწოლა. ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, რომელზეც არის ენით აღუწერელი ზეწოლა,“ – განაცხადა „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ.

ამასთან, ადგილზე იმყოფებოდა გიორგი კოდუაც, რომელსაც ჯერ კომენტარი რა გაუკეთებია.

ლილოში, ე.წ. ჩინელების ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.