ოთარ კერესელიძე – „ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან

03:00, 07.06.2019

ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მეპატრონეებს მაღაზიაში შესვლის საშუალება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ შეეძლებათ.

„საგანგებო სიტუაციების სამსახურში 10:30 საათზე შემოვიდა შეტყობინება ე.წ. ჩინელების ბაზრობაზე ხანძრის შესახებ. 7-8 წუთში მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. ადგილზე მუშაობდა 17 სახანძრო. ერთ საათსა და 20 წუთში მოხდა ხანძრის ლოკალიზება.

უსაფრთხოების მიზნით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. დაშავებული არავინაა. დაახლოებით 8-10 ათასი კვადრატია დამწვარი. ხანძარი არ გავრცელებულა. შესაბამისი უწყების მიერ როცა მოხდება საგამოძიებო მოქმედებების დასრულება, შემდეგ მიეცემათ მეპატრონეებს მაღაზიაში შესვლის უფლება“,- განაცხადა კერესელიძემ.

მსგავსი