ერთდღიანი პაუზის შემდეგ, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირი გაგრძელდა, რომლის გამარჯვებული მიიღებს უფლებას, საჩემპიონო მატჩში ტიტულის მფლობელს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს, დაუპირისპირდეს.
მეათე ტურში ოთხიდან სამი პარტია ყაიმით დასრულდა, მათ შორის, ლიდერების – ამერიკელი ფაბიანო კარუანასა და აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვის პარტია.
ასე რომ, ათი ტურის შემდეგ, ისევ ამერიკელი დიდოსტატი ლიდერობს და ნახევარი ქულით უსწრებს მამედიაროვს.
მეათე ტურის პარტიები ასე დასრულდა:
დინ ლიჟენი (ჩინეთი) – უესლი სო (აშშ) – 0,5:0,5
ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 0,5:0,5
ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – ლევონ არონიანი (სომხეთი) – 1:0
შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – ფაბიანო კარუანა (აშშ) – 0,5:0,5
მდგომარეობა 10 ტურის შემდეგ:
1. კარუანა – 6.5 ქულა;
2. მამედიაროვი – 6 ქულა;
3. გრიშჩუკი – 5.5 ქულა;
4-5. დინ ლიჟენი, კარიაკინი – 5 ქულა;
6. კრამნიკი – 4.5 ქულა.
7. სო – 4 ქულა.
8. არონიანი – 3.5 ქულა.
პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიანია და მოჭადრაკეებმა ჯამში 14 ტური უნდა ითამაშონ.