ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირში ლიდერთა დუეტი უცვლელი დარჩა

09:45, 23.03.2018

ერთდღიანი პაუზის შემდეგ, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირი გაგრძელდა, რომლის გამარჯვებული მიიღებს უფლებას, საჩემპიონო მატჩში ტიტულის მფლობელს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენსდაუპირისპირდეს​.

მეათე ტურში ოთხიდან სამი პარტია ყაიმით დასრულდა, მათ შორის, ლიდერების – ამერიკელი ფაბიანო კარუანასა და აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვის პარტია.

ასე რომ, ათი ტურის შემდეგ, ისევ ამერიკელი დიდოსტატი ლიდერობს და ნახევარი ქულით უსწრებს მამედიაროვს.

მეათე ტურის პარტიები ასე დასრულდა:
დინ ლიჟენი (ჩინეთი) – უესლი სო (აშშ) – 0,5:0,5
ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 0,5:0,5
ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – ლევონ არონიანი (სომხეთი) – 1:0
შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – ფაბიანო კარუანა (აშშ) – 0,5:0,5

მდგომარეობა 10 ტურის შემდეგ:
1. კარუანა – 6.5 ქულა;
2. მამედიაროვი – 6 ქულა;
3. გრიშჩუკი – 5.5 ქულა;
4-5. დინ ლიჟენი, კარიაკინი – 5 ქულა;
6. კრამნიკი – 4.5 ქულა.
7. სო – 4 ქულა.
8. არონიანი – 3.5 ქულა.

პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიანია და მოჭადრაკეებმა ჯამში 14 ტური უნდა ითამაშონ.

მსგავსი