პრეტენდენტთა ტურნირს ორი ლიდერი ჰყავს
პრეტენდენტთა ტურნირს ორი ლიდერი ჰყავს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გრძელდება პრეტენდენტთა ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც მიიღებს უფლებას, საჩემპიონო მატჩში დაუპირისპირდეს ტიტულის მფლობელს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს.

გაიმართა მეექვსე ტურის პარტიები:
ფაბიანო კარუანა (აშშ) – ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) 0,5:0,5
დინ ლიჟენი (ჩინეთი) – სერგეი კარიაკინი (რუსეთი) 0,5:0,5
შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) 1:0
უესლი სო (აშშ) – ლევონ არონიანი (სომხეთი) 1:0

მდგომარეობა ექვსი ტურის შემდეგ:
1-2. კარუანა, მამედიაროვი – 4 ქულა;
3-5. კრამნიკი, გრიშჩუკი, დინ ლიჟენი – 3 ქულა;
6-7. არონიანი, სო – 2.5 ქულა;
8. კარიაკინი – 2.

პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიანია და მოჭადრაკეებმა ჯამში 14 ტური უნდა ითამაშონ.