პრეტენდენტთა ტურნირის პირველი წრე ამერიკელმა მოიგო
პრეტენდენტთა ტურნირის პირველი წრე ამერიკელმა მოიგო

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პრეტენდენტთა ტურნირის პირველი წრე დასრულდა. შვიდი პარტიის შემდეგ, ამერიკელი დიდოსტატი ფაბიანო კარუანა ლიდერობს, რომელსაც ხუთი ქულა აქვს და ნახევარი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს.

მეშვიდე ტურის პარტიები ასე დასრულდა:

ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 0,5:0,5
ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – დინ ლიჟენი (ჩინეთი) – 0,5:0,5
სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – უესლი სო (აშშ) – 1:0
ლევონ არონიანი (სომხეთი) – ფაბიანო კარუანა (აშშ) – 0:1

მდგომარეობა შვიდი ტურის შემდეგ:

1. კარუანა – 5 ქულა;
2. მამედიაროვი – 4.5 ქულა;
3-4. კრამნიკი, გრიშჩუკი – 3.5 ქულა;
5-6. დინ ლიჟენი, კარიაკინი – 3 ქულა;
7-8. არონიანი, სო – 2.5 ქულა.

პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიანია და მოჭადრაკეებმა ჯამში 14 ტური უნდა ითამაშონ. გამარჯვებული მიიღებს უფლებას – საჩემპიონო მატჩში დაუპირისპირდეს ტიტულის მფლობელს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს.