ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირის ლიდერებს შორის სხვაობა ისევ ნახევარი ქულაა
ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირის ლიდერებს შორის სხვაობა ისევ ნახევარი ქულაა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გრძელდება ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირი, რომლის გამარჯვებული მიიღებს უფლებას – საჩემპიონო მატჩში დაუპირისპირდეს ტიტულის მფლობელს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს.

მე-11 ტურში ოთხიდან სამი პარტია ყაიმით დასრულდა, მათ შორის, ლიდერის – ამერიკელი ფაბიანო კარუანასა და რუსი ვლადიმირ კრამნიკის პარტია.

11 ტურის შემდეგ, ისევ ამერიკელი დიდოსტატი ლიდერობს და ნახევარი ქულით უსწრებს აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამედიაროვს.

მე-11 ტურის პარტიები ასე დასრულდა:

დინ ლიჟენი (ჩინეთი) – ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – 0,5:0,5
ფაბიანო კარუანა (აშშ) – ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 0,5:0,5
უესლი სო (აშშ) – შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 0,5:0,5
ლევონ არონიანი (სომხეთი) – სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 0:1
მდგომარეობა 11 ტურის შემდეგ:
1. კარუანა – 7 ქულა;
2. მამედიაროვი – 6.5 ქულა;
3-4. გრიშჩუკი, კარიაკინი – 6 ქულა;
5. დინ ლიჟენი – 5.5 ქულა;
6. კრამნიკი – 5 ქულა;
7. სო – 4.5 ქულა;
8. არონიანი – 3.5 ქულა.

პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიანია და მოჭადრაკეებმა ჯამში 14 ტური უნდა ითამაშონ.