ჭადრაკის სასახლეში​ ნონა გაფრინდაშვილის პირველი ჩემპიონობის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა [ფოტო] #1TVSPORT
ჭადრაკის სასახლეში​ ნონა გაფრინდაშვილის პირველი ჩემპიონობის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა [ფოტო] #1TVSPORT

1962 წლის 17 ოქტომბერი. მოსკოვი. სასტუმრო „მოსკოვის“ ნომერში ნონა გაფრინდაშვილთან მწვრთნელმა მიხეილ შიშოვმა დარეკა და უთხრა – ელიზავეტა ბიკოვა გადადებულ პარტიაში დაგნებდათო და ნონას მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

ნონას დროც კარგად ახსოვს: თერთმეტს ორი წუთი აკლდაო.

ნონა გაფრინდაშვილმა საჩემპიონო შეხვედრაში მონაწილეობის უფლება 1961 წელს იუგოსლავიის ქალაქ ვრიაჩკა-ბანიაში გამართულ პრეტენდენტთა ტურნირზე მოიპოვა. ყველას აჯობა და დაფნის გვირგვინისთვის ბრძოლა დაიწყო.

1962 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ნონამ ელიზავეტა ბიკოვასთან საჩემპიონო შეხვედრაში დაუმარცხებლად ანგარიშით 9:2 (7 მოგება, 4 ყაიმი) გაიმარჯვა.

ნონა გაფრინდაშვილის პირველი ჩემპიონობის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება დღეს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა.

 

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი „დედოფალი“ რომლის ავტორ-შემდგენელი ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა.

წიგნი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა.