ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თბილისში „ქართულ ოცნებას“ 40.73 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 28.42 პროცენტი
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თბილისში „ქართულ ოცნებას“ 40.73 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 28.42 პროცენტი

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თბილისში პროპორციულ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ 40.73 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 28.42 პროცენტი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 428 უბანზე (55.66%).

აღნიშნული მონაცემებით, საარჩევნო სუბიექტებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2 687 ხმა (1.04 %); „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 2 791 (1.08 %); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 73 346 (28.42 %); „ევროპელი დემოკრატები“ – 406 (0.16 %); „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 6 158 (2.39 %); „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 4 388 (1.7 %); „ლელო“ – 9 038 (3.5 %); „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 3 534 (1.37 %); საქართველო – 449 (0.17 %); „გოგი წულაია – ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 224 (0.09 %); „რეფორმერი“ – 176 (0.07 %); „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“ – 247 (0.1 %); „ევროპელი სოციალისტები“ – 113 (0.04 %); „საქართველოს განვითარების პარტია“ – 91 (0.04 %); „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – 83 (0.03 %); გახარია – საქართველოსთვის 22 435 (8.69 %); „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“ – 103 (0.04 %); „მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის“ – 99 (0.04 %); მშრომელთა სოციალისტური პარტია – 149 (0.06 %); ერი – მირიან მირიანაშვილი – 276 (0.11 %); „ელენე ხოშტარია – დროა“ – 5 252 (2.04 %); „მემარცხენე ალიანსი“ – 65 (0.03 %); დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა – 827 (0.32 %); „გირჩი“ – 3 988 (1.55 %); „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ – 593 (0.23 %); ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 105 100 (40.73 %); „მესამე გზა“ – 146 (0.06 %); „სახალხო პარტია“ – 563 (0.22 %); „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 8 008 (3.1 %); „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – 6 411 (2.48 %); „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ – 307 (0.12 %).

თბილისის საკრებულოსთვის 2.5%-იანი საარჩევნო ბარიერია დადგენილი.