ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს.
აქციას ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ.
აქციის მონაწილეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
მათ ცესკო-ს შენობასთან არსებულ ჯებირებს ხელ-ფეხს ურტყამენ და აცხადებენ, რომ პროტესტის ხმას ცესკო-ში მყოფ პირებს გააგონებენ. ასევე, აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირებზე სტიკერები გააკრეს.
პარალელურად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს.